თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის თბილისში მდებარე სახლში პოლიცია შევიდა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
“ისე “გადაფსიხდა“ ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან.
მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“, – წერს დავით კეზერაშვილი.