უმწეო ადამიანი დაგდებული, აბსოლუტურად უმწეო და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორე მთელი ძალით… პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი, ადგილზევე რომ არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით….რატო შე სადისტო ღორო რატოოო?, – ამის შესახებ „დინამოს” და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
“უმწეო ადამიანი დაგდებული, აბსოლუტურად უმწეო და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორე მთელი ძალით… პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი, ადგილზევე რომ არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით….
რატო შე სადისტო ღორო რატოოო?
ხვალ წაეთრევი და სამებაში სანთლებს დაანთებ და ოჯახის სიწმინდის დღეს სადღეგრძელოს დალევ, შენს შვილებს ამაყად გადახედავ ისე, წარბიც არ შეგიტოკდება, რადგან იცი, რომ გაგდის და შენი არარეალიზებული დაკომპლექსებული ეგოს დასაკმაყოფილებლად ასმაგი ენთუზიაზმით და აღტყინებით ურტყამ….
არა არა და არაააა! მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი, ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი… ლეგიონია თქვენი სახელი.
თუ ღმერთი არ აშენებს, ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. თქვენ არც ღმერთის გწამთ, არც ხატის, არც ეკლესიის, არც ოჯახის და არც სიწმინდის, ფარისეველი სადისტი ხარ ….”, – წერს დავით ხარაბაძე.