spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს? დაგიჭამიათ ერთმანეთი!

რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს?  – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას.

 

“რუსთავში,ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ, ძველო და ახალო ქოცებო, დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც მოსული“- წერს დავით კირკიტაძე.

 

ლილუაშვილის განცხადებით, “ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

 

“საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის “ოცნებას” სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და ეს გარიგება შემდგარია”, – განაცხადა მან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები