spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – დოკუმენტებში მარგველაშვილი არ ფიგურირებს, “ქართული ოცნება“ ფაქტებს ამახინჯებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებში მარგველაშვილი არ ფიგურირებს, “ქართული ოცნების” მხრიდან ეს არის ფაქტების დამახინჯება და საზოგადოებისთვის ჩვენება, თითქოს მარგველაშვილი მხილებულ იქნა რაღაც არასწორ საქციელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

 

“მარგველაშვილი არ ფიგურირებს. “ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის ფაქტების კიდევ ერთხელ დამახინჯება და საზოგადოებისთვის შესაღება, ჩვენება, თითქოს გიორგი მარგველაშვილი მხილებულ იქნა რაღაც არასწორ საქციელში. ეს არის სიცრუე. „ქართული ოცნება“, ნახეთ, რას აკეთებს, ადამიანები, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და მათგან განსხვავებულ პოზიციას გამოხატავენ, ცდილობენ, მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს შემთხვევა გვაქვს როგორც სალომე ზურაბიშვილზე, ასევე მათ მიერ თავს მოხვეულ და თავის დროზე შერჩეულ კანდიდატზე გიორგი მარგველაშვილზეც. ეს არის სიცრუე, სრული ტყუილი.

 

სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს, მათი ყოფილი თანამებრძოლებიც ამას ხვდებიან და ამასთან გვაქვს საქმე. იმიტომ არის ახლა “ქართული ოცნება“ გამწარებული და ცდილობს გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები