spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც “ქართული ოცნების” აქტივისტებმა

რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს სცემეს. ივანე გველესიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

 

კირკიტაძის თქმით, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაუშვეს.

 

“წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან იმის გამო, რომ მან საჯაროდ დააფიქსირა ენმ-ს მხარდაჭერა. ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც “ქართული ოცნების” აქტივისტებმა. ეს ადამიანი წევს ახლა საავადმყოფოში, შეიძლება დასჭირდეს სახეზე ოპერაციაც”, – აცხადებს კირკიტაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები