spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – “ქართული ოცნება“ ცდილობს, პოლიციის ძალითა და პოლიტიკური პროკურატურით შეგვიშალოს ხელი

“ქართული ოცნება“ ცდილობს, პოლიციის ძალითა და პოლიტიკური  პროკურატურით შეგვიშალოს ხელი, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პროკურატურის მიერ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრების მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განუცხადა. 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით,  სისტემის გააქტიურება აპრილში დაგეგმილ საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებსა და რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის წარმატებას უკავშირდება. 

 

“ხედავთ,  რა ხდება რუსთავის საკრებულოში, აპრილში დაგეგმილია შუალედური არჩევნები, მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ავირჩიოთ.  „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიციის ძალითა და პოლიტიკური პროკურატურით შეგვიშალოს ხელი. 

 

იმას კი არ ფიქრობენ, რომ ხალხის სასიკეთო პროექტები განახორციელონ და ამით აჩვენონ თავიანთი უპირატესობა. ჰგონიათ,  ასე  ხელს შეგვიშლიან იმ პროცესში, რასაც ჩვენ ყოველთვის წარმატებით ვახორციელებდით რუსთავში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

 

მისი თქმით, საქმე პოლიტიკური მოტივითაა და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. 

 

“ეს არის პოლიტიკური მოტივაციით შეთხზული საქმე.  ჩვენ რა თქმა უნდა,  ამ ბრალს არ ვეთანხმებით, ვნახოთ, თუ რაიმე სახის წარმატებას მივაღწევთ სასამართლოში. მე იმედი მაქვს რუსთაველების, რომლებიც კარგად ხვდებიან რეალურად, რაც ხდება“,- განაცხადა კირკიტაძემ. 

 

პროკურატურამ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.  პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ აღმკვეთი ღოისძიების სახით გირაოს მოთხოვნას გეგმავს. 

 

საქმე 201 წლის 24 ოქტომბერს, “ცოცხების აქციის“ დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები