spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – სასიხარულოა, რომ გუშინ იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების რიგს შეუერთდა ზუგდიდი, სადაც „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა დასრულდა

“ძალიან სასიხარულოა, რომ გუშინ იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების რიგს შეუერთდა ზუგდიდი, სადაც „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა დასრულდა და აღსრულდა ხალხის ნება, ადამიანებისა, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე და  ოპოზიციაში მიუჩინეს ადგილი„ ქართულ ოცნებას“,  – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით კირკიტაძემ.

 

მისი თქმით, ამ ამბით ახალი პროცესი დაიწყო და „ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყო მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით, დაკავებულია პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლით.

 

“პროცესი ამით არ დასრულებულა, რადგან კარგად ვიცით და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ  მხოლოდ ახლა დაიწყო პროცესი იმისა, რა პრობლემების წინაშეც აღმოჩნდნენ ეს ადამიანები ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში თუ რუსთავში. უამრავი ჩვენი სოფელი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი მიტოვებულია  ბედის ანაბარა და ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, რომელიც უამრავი შეიქმნა,  „ქართული ოცნება“ დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით – ებრძოლოს პოლიტიკურ ოპოზიციას, პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები