spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – თანამშრომლობის შესაძლებლობას ვხედავ ყველასთან, ვინც ივანიშვილთან იდგა და დღეს მზად არის ჩვენს გვერდით დადგეს

ვანო მერაბიშვილთან კი არა, თანამშრომლობის შესაძლებლობას  ვხედავ ყველასთან, ვინც გუშინ და გუშინწინ ბიძინა ივანიშვილთან  ერთად იდგა და დღეს მზად არის ჩვენს  გვერდით დადგეს ამ ბრძოლაში,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, არასწორია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიცია რომელიც პარტიაში ვანო მერაბიშვილთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას ვერ ხედავს. 

 

“რა დემონიზებას ახდენთ ამ ადამიანების, ვერ ვხვდები, ვანო მერაბიშვილი თუ ჩაერთვება, მას კიდევ შესწევს ძალაც, ენერგიაც, რომ ბევრი გააკეთოს. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ბევრ რამეს ამბობს არასწორს და მაგიტომ აქვს ადამიანთა ნაწილს მასთან პრეტენზია.

 

მე ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეს არა დამყოფად, არა ადამიანად, რომელიც ბზარებს შემოიტანს, არამედ გამაერთიანებლად.   ვანო მერაბიშვილთან კი არა [თანამშრომლობას] ვხედავ ყველასთან, ვინც ძალიან კარგად შეიცნო ბიძინა ივანიშვილი და გუშინ და გუშინწინ მასთან ერთად იდგა, მზად არის რომ ჩვენს გვერდით დადგეს ამ ბრძოლაში.  ვხედავ მათთან ერთად, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ოვანიშვილის მოყვანაში, მაგრამ დღეს კარგად გააცნობიერა,  რომ ეს იყო დიდი შეცდომა. რატომ უნდა გამოვრიცხო ის ადამიანები, რომლებსაც არასდროს უღალატიათ ვარდების რევოლუციის იდეალებისთვის?!  ეს არ შეიძლება, ასე დაყოფა მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს დიდ ოპოზიციურ მოძრაობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები