spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – თავმჯდომარე უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში

ყველა თანამდებობა “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა იყოს არჩევითი, თავმჯდომარე კიდევ გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა. 

 

კირკიტაძის  თქმით, ძალიან შეცდება ყველა ის კანდიდატი, ვინც იტყვის, რომ თანამდებობებზე ვინმეს პირადი  განწყობების მიხედვით დანიშნავს. 

 

“ძალიან შეცდება ყველა კანდიდატი, ვინც ამას იტყვის. იმიტომ რომ  “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წამყვან თანამდებობაზე უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იქნებიან არჩეულები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მიერ. სწორედ ამას ითვალისწინებს  ეს წინადადება, რომელიც დააყენეს ახალგაზრდებმა და სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე. 

 

ყველა თანამდებობა “ნაციონალურ მოძრაობაში”  უნდა იყოს არჩევითი,  თავმჯდომარე კიდევ უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში. 

 

არ ვიცი,  როდიდან გახდა ზურგში დანის ჩარტყმა ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და საკუთარი წინადადებების დაყენება, ეს არასდროს არ ყოფილა “ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები