spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – თუ ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-ით არის გაზრდილი, ძალიან შორს არის რეალობის აღქმასთან

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე “ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 66,2%, ნიკანორ მელიას – 33,8%.

 

კირკიტაძის თქმით, ყველა კვლევა, რომელსაც ატარებს ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც არ არის დაინტერესებული და მიკერძოებული, მნიშვნელოვანია.

 

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, გასულ წელს, როცა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი იყო ბიძინა ივანიშვილი, როცა მათი პრემიერი იყო გიორგი გახარია, მათ მოუწიათ სიყალბისა და ათასი ფარსის ჩადენა, იმისთვის, რომ 48% დაეწერათ არჩევნების შედეგზე. გასული წლის შემდეგ, თუ ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%ით არის გაზრდილი, ის ძალიან შორს არის რეალობის აღქმასთან და ადეკვატურობასთან. ამ კვლევაზე ამის თქმა შემიძლია, მეტი არაფრის. საქართველოს მოქალაქეებმა განსაჯონ, რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“ და სურს, დააჯეროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმაში, რომ გასული წლიდან, წლევანდელ წლამდე „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმდენი, რომ 20%-ით გაიზარდა მათი რეიტინგი. ეს ხომ სრული აბსურდია, ამის არავის არ სჯერა“, – განაცხადა კირკიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები