spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

 

“მე არ გავაგრძელებ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. თქვენ რაც გინდათ, ის მიიღეთ. თავისუფლებას მიშას! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

 

ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.

 

სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები