spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მათიკაშვილი – გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს მცდელობას ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ომში ჩართავს.

 

მათიკაშვილი ამ კომენტარით CS Victims სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

 

“გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობებში მსგავსი ქცევა არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები