spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მათიკაშვილი – როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც ასე გააგრძელოს მოქცევა

როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა “იმედთან” განაცხადა.

 

“როგორც ამბობენ, უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში. არ არსებობს ქველმოქმედება იქ, სადაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ქვეყნის გარედან დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აფინანსებენ დანაშაულის, სამართალდარღვევის ჩადენას. პირდაპირ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი.

 

ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის ძალიან კარგად, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი განცხადებების ფონზე და ასეთ მდარე სურვილებს რევოლუციის მოწყობისა, არანაირი შედეგი ექნება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები