spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით მათიკაშვილი – თავისუფლების სამსხვერპლოზე შეწირული ადამიანების ხსოვნა მოითხოვს, რომ ერი ყველა გამოწვევის წინაშე იყოს ერთიანი, რაც რადიკალებს, უცხოურ ძალას არ აწყობს

9 აპრილი გახლავთ, ერთი მხრივ, ტრაგიზმით და მეორე მხრივ, ღირსებით აღსავსე დღე. 36 წლის წინ, თბილისში, საბჭოთა ჯარების ქვედანაყოფებმა უსასტიკესად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი და ორი წლის შემდგომ, ზუსტად ამ დღეს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება,  –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს თარიღი ქართველი ერის ერთიანობის დღეა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მოითხოვს იმას, რომ საზოგადოება ყველა გამოწვევის წინაშე ერთიანი იყოს, რაც რადიკალებს და მათთვის დავალების მიმცემ უცხოურ ძალას არ აწყობს.

“დღე, რომელიც იყო, არის და დარჩება ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის დღედ და ხსოვნა იმ თავისუფლების სამსხვერპლოზე შეწირული ადამიანებისა, მოითხოვს სწორედ იმას, რომ ერი ყველა გამოწვევის წინაშე იყოს ერთიანი და მტკიცე, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალებს, რადიკალურ ოპოზიციას, მათთვის დავალების მიმცემებს, უცხოურ ძალას ნამდვილად არ ეპიტნავება, არ აწყობს – არ აწყობს ქვეყნის ერთიანობა, არ აწყობს ერის სიმტკიცე და კონსოლიდაცია და როგორც ეს იყო 36 წლის წინ, როდესაც უცხოურმა ძალამ მომიტინგეთა დარბევა მოახდინა თბილისში რუსთაველის გამზირზე, დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური ძალა ცდილობს მაქსიმალურად, რომ არ დაუშვას ჩვენი ეროვნული ღირსებით სავსე მტკიცე ნაბიჯები”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები