spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მორგოშია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია თბილისში, პოლიტკოვსკაიას №27-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და  მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.

ყურადღება გამახვილდა ობიექტში განსახლებული დევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ გაცემული დავალების თანახმად, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, მათ საჭიროებებზე მორგებული  პროექტების განხორციელებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები