spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მორგოშია ბორჯომსა და ხაშურში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ბორჯომსა და ხაშურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

მინისტრმა დევნილებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ასევე დევნილების სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით  დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული პროექტების განხორციელებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები