spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მორგოშია სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის პირველ მოადგილე ბეჟან ნემსაძესთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ეკატერინე შარიქაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ეკატერინე შარიქაძე სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობი და დრამის რეჟისორია. დღემდე მუშაობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობად და რეჟისორად. ამავე თეატრში განსახიერებული აქვს მრავალი როლი და დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი. არის პიესების და ინსცენირებების ავტორი.

მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი ეკატერინე შარიქაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 4 წლის ვადით დაინიშნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები