spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ნარმანია – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

 

“რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში და ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორე ქვეყნიდან, გააჩნია რომელ ქვეყანას რა პერიოდში, რა ფასის შეთავაზება შეუძლია. სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოთხოვას და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია. 

 

ამდენად ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში“, – განაცხადა ნარმანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები