spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ფაცაცია ბათუმში საგანმანათლებლო წრეებში ჩართულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში საგანმანათლებლო წრეებში ჩართულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე, დავით ფაცაციამ მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

საგანმანათლებლო წრეებში ბათუმში მცხოვრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული 6-დან 18 წლამდე 25 ახალგაზრდა არის ჩართული, რომელთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე მოხდა.  

 

პროექტი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამის  „დევნილთა მომსახურების ცენტრების“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი დევნილი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვაა.  აღსანიშნავია, რომ ბათუმში დევნილი ახალგაზრდებისთვის, საგანმანათლებლო წრეები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ფუნქციონირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები