“ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა, სოციალურ/ეკონომიკურმა, დემოგრაფიულმა და მიგრაციულმა პროცესებმა, საქართველოს ფერფლიდან ხელახლა აღორძინების საჭიროება გამოიწვია. ამისთვის კი ქვეყანაში უპირველეს ყოვლისა – მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. რა თქმა უნდა საქართველოს დამოუკიდებლობის შიდა თუ გარე მტრების გეგმებში ეს არანაირად არ შედიოდა და არც შედის. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დასათვლელად გაგვიჭირდება ამისკენ გამიზნული მათი ყველა მცდელობის აღრიცხვა”- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
“90-იანი წლების დასაწყისში აგონიაში მყოფმა საქართველოს სსრ-მ და მისმა სუკ-ის აგენტურამ არა ერთ უბედურებაში ჩააგდო ქვეყანა – ჯერ ცხინვალში, მერე პუტჩის დროს თბილისის ცენტრში, მერე აფხაზეთში – რამაც უამრავი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, სამოქალაქო ომით მიღებული საზოგადოებრივი დაპირისპირება, აფხაზეთის დე-ფაქტო დაკარგვა, ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი. ეს იყო საქართველოს დასავლეთის მიმართულებით მხოლოდ საწყისი განზრახვებისათვის გაწეული სისხლიანი ხარკი. მისი პირველი ეტაპი…
ეტაპი მეორე დატრიალდა 2004 წლიდან დაწყებული – 2008 წლის ჩათვლით, როდესაც დე-ფაქტო ცხინვალთან დალაგებული ვითარება სააკაშვილმა პუტინის დავალებით არია, რეგიონის დემილიტარიზაციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ჩასაბარებლად – კოდორის ხეობა გაამზადა, აფხაზეთიდან ურთიერთობების დარეგულირების არაერთ სიგნალს ჰკრა ხელი, ბოლოს სამაჩაბლო ჩააბარა ოკუპანტს, ბონუსად – კოდორთან ერთად ახალგორიც უსაჩუქრა და ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში ჩააგდო. რა თქმა უნდა აქაც უამრავი მსხვერპლით და ლტოლვილთა ახალი ნაკადებით. ეს იყო ქვეყნის უკვე უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროდასავლური გეზის გამო შეწირული მორიგი ზვარაკი – ეტაპი მეორე.
ამ ორი ეტაპის შემდგომ, ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა, სოციალურ/ეკონომიკურმა, დემოგრაფიულმა და მიგრაციულმა პროცესებმა, საქართველოს ფერფლიდან ხელახლა აღორძინების საჭიროება გამოიწვია. ამისთვის კი ქვეყანაში უპირველეს ყოვლისა – მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. რა თქმა უნდა საქართველოს დამოუკიდებლობის შიდა თუ გარე მტრების გეგმებში ეს არანაირად არ შედიოდა და არც შედის. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დასათვლელად გაგვიჭირდება ამისკენ გამიზნული მათი ყველა მცდელობის აღრიცხვა.
მაგრამ ყველაზე მკაფიოდ, დაჟინებით და აკვიატებულად – ეს განზრახვა გამოაშკარავდა საქართველოს ევროინტეგრაციის მესამე ატაპზე, სადაც ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ცნობის აუცილებელ პირობად, მას საომარ მოქმედებებში ჩართვა გადამწყვეტ პირობად დაუწესეს. მხედველობაში არ იქნა მიღებული არც ის, რომ ბოლო 33 წელიწადში ჩვენ პროდასავლური გეზის გამო, არც ერთი ტიპის ომი არ აგვცდა და არც ის, რომ დღეს ევროპაში ჩვენ არა ტანკით, არამედ სამშვიდობო რეფორმაციის ტალღაზე ამხედრებულები ვაპირებდით შესვლას.
EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის უკვე არა პანაცეა, არამედ პრინციპის, თავმოყვარეობის, ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის ამბავია და ჩვენ ამ სტატუსს აუცილებლად მივიღებთ სულ მოკლე მომავალში. “ან ომი და მხოლოდ მაშინ სტატუსი” – ეს ფორმულა საქართველოსთვის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია. თუ ვინმე ამაყობს ამ გზით მოპოვებული აღიარებით – ნება მისია, ჩვენი არჩევანი კი: მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება – უცვლელი რჩება.”- წერს ქართველიშვილი.