პოლიტიკური პარტია დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის. ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, – ამის შესახებ პარტიის “ჩვენ” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ ბრიფინგზე განაცხადა.
“პოლიტიკური პარტია დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის. ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური. ამ ბრძოლაში არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს იყვნენ ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები. ესენი არიან გულწრფელი ადამიანები, პროფესიონალები თავისი საქმის და ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საერთო ბრძოლაში მივაღწიოთ გამარჯვებას. მე ვიტყვი, რომ ჩვენ დავიწყეთ, ჩვენი ძალა არის ერთობაში”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
დავით ქაცარავას თანაგუნდელები არიან – პიარმენეჯერი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიშიკო რამიშვილი, პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი გიგიშა პატარიძე და ა.შ.