spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ქაცარავა – ჩვენ, სამმა, პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ” და გაგვეგრძელებინა ბრძოლა პარტიის გარეთ

დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ” დატოვეს, – ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში მათი გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, რაც პარტიის დატოვების მიზეზი გახდა.

“მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციური პარტია “თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა” – ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, საზოგადოებრივი მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის”და საზოგადოებრივ მოძრაობა “რუსთაველის გზას” შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც საერთო ბრძოლაში მოახერხებდა ახალი ამომრჩევლის მოყვანას არჩევნებზე.

ჩვენ გავერთიანდით და საარჩევნო კამპანიაში წარვდექით პოლიტიკური პარტიით ჩვენ, #23.

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ, სამმა, პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ” და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ.

ჩვენ ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ, ვინც ვებრძვით ქოცურ რეჟიმს! მოქალაქეები – ვისაც გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში – ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას!”, – წერს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავამ პოლიტიკური გუნდი  “ჩვენ” და გუნდის წევრები 23 აგვისტოს წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები