დასრულდა ჩემი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ქალბატონ ნათია სულავასთან. პირველი ინიციატივა გახლდათ “ქართულ ქარტიასთან” შემოერთება. ეს იქნება შესრულებული და ჩვენ შევძლებთ, შევუერთდეთ ამ “ქართულ ქარტიას”, – ამის შესახებ პარტიის “ჩვენ” თავმჯდომარემ დავით ქაცარავამ “ქართულ ქარტიასთან” შეერთების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციაა ერთობა ერთობის გარეშე, ანუ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ ერთიანი სიის გარეშე.
“დასრულდა ჩემი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ქალბატონ ნათია სულავასთან. პირველი ინიციატივა გახლდათ “ქართულ ქარტიასთან” შემოერთება. ეს იქნება შესრულებული და ჩვენ შევძლებთ, შევუერთდეთ ამ “ქართულ ქარტიას”. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობას ერთიანი სიის სახით, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გაიმართება, ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიცია არის შემდეგი – ერთობა ერთობის გარეშე, ანუ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ ერთიანი სიის გარეშე”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.