spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ქაცარავა – იარაღის ტარების შეზღუდვა, ეს კიდევ ცალკე სიმბოლური გზავნილია იმისა, რომ უფლება არ გაქვს თავი დაიცვა

ეს განაჩენი, რომელიც გამოიტანა ე.წ. სასამართლომ, სამწუხაროდ, წარმოადგენს “ქართული ოცნების” ბრმა იარაღს, რომელსაც ის იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ,  – ამის შესახებ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.

 

“ეს განაჩენი, რომელიც გამოიტანა ე.წ. სასამართლომ, სამწუხაროდ, წარმოადგენს “ქართული ოცნების” ბრმა იარაღს, რომელსაც ის იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ. 

 

დღევანდელი განაჩენი არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ “ქართული ოცნება” აწი ყველას და ყველგან დააჯარიმებს, დააკავებს და გამოიყენებს სასამართლოს დასაშინებლად და თავისუფალი მოქალაქეების დასასჯელად.

 

იარაღის ტარების შეზღუდვა, ეს კიდევ ცალკე სიმბოლური გზავნილია იმისა, რომ უფლება არ გაქვს თავი დაიცვა. ეს სიმბოლიზმი ძალიან ახასიათებთ რუსებს და სწორედ რუსეთიდანაა გადმოტანილი ჩვენს ქართულ რეალობაში”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. ქაცარავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ საქმეზე ქაცარავა დაზარალებულადაც არის ცნობილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები