spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ქაცარავა – ნადიმ ხმალაძე აიყვანეს მაშინ, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტს

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით,  უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე დააკავეს.

 

“ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, დააკავეს 1-1,5 საათის წინ. მაშინ, როდესაც არანაირი მოქმედება არ ხდებოდა, არც დემონსტრაცია, არც მიტინგი, არც რაიმე მღელვარება და ნადიმის აყვანა მოხდა ფაქტობრივად მაშინ, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტს. 

 

ჩვენ არ ვიცით, ვინ დააკავა ნადიმი, ეს არის სუსი თუ ეს არის პოლიცია, მაგრამ ფაქტი ერთია. ხელისუფლება გადასული არის ტერორზე, დაშინებაზე. ის არის ძალიან შეშინებული და ამიტომ ძალიან სახიფათო გახდა. 

 

ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება”, – განაცხადა ქაცარავამ “მთავართან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები