spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით საყვარელიძე: სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხში სამართლებრივი ლოგიკა არ არსებობს

კიევი: ივლისის შემდეგ პირველად მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეულმა და ოდესღაც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მეგობარმა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოიარა, შემდეგ კი საზღვრის გადაკვეთის თარიღი დაასახელა. 10 სექტემბერს სასაზღვრო პუნქტი “კრაკოვეცი” საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ეპიცენტრი გახდება. Front News  სააკაშვილის თანაგუნდელს და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს ესაუბრა.

 

– 10 სექტემბერს სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მედიასაშუალებებში მოვლენების განვითარების განსხვავებული ვარიანტები ვრცელდება, რამდენად შეუძლია მსგავსმა საზოგადოებრივმა რეზონანსმა გავლენა მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებზე? ელოდებით თუ არა რაიმე სახის პროვოკაციას?

– არ შემიძლია გიპასუხოთ იმაზე, რა ხდება არაადექვატური პოლიტიკოსების თავში, რომელთა ხელშიც ამჟამად ხელისუფლების ბერკეტებია. ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, არანაირი პროვოკაცია ჩვენი მხრიდან არ იქნება, ჩვენ ვხდებით ლიდერს. ხოლო რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენ წინააღმდეგ, ეს პეტრო პოროშენკოს უნდა ჰკითხოთ, რომელიმე მის დაქვემდებარებულს, ან არსენ ავაკოვს. ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ პოროშენკომ ფული მისცა რადიკალურ პარტიას, ისინი აგროვებენ სხვადასხვა ადამიანებს სამხედრო ფორმაში, რათა პროვოკაციები მოაწყონ. ასეთი ინფორმაცია არსებობს, თუმცა ეს ისედაც გასაგები იყო, რადგან ჩვენ დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ერთს ამბობს, მეორეს კი აკეთებს, ამიტომ პრეზიდენტის ნაცვლად ჩვენ დღეს გვესაუბრება ოლეგ ლიაშკო ან კივა ან სხვა ბრძენი სპიკერები. რთულია ჩემთვის იმის თქმა, რა ტრიალებს პოროშენკოს თავში, ფაქტია, ის არის ძალიან სუსტი როგორც მთავარსარდალი, როგორც მაიდნის შემდგომი უკრაინის პრეზიდენტი და ეს სირცხვილია. მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი.

 

– დღეს რადიკალური პარტიის დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში მმართველი პარტიის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის და უკრაინაში დაბრუნებით სტეპან ბანდერას და უკრაინის ამბოხებულთა არმიის განდიდების შეწყვეტას აპირებს. რა კომენტარს გააკეთებდით?

– არ შემიძლია ახმეტოვის ან ავაკოვის თუთიშუყების კომენტირება. მათი ფანტაზია უსაზღვროა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისტერიკაშია, ისინი ადამიანების გრძნობებზე თამაშს ცდილობენ. პოროშენკოსგან განსხვავებით, სააკაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა  თავისი რწმენა, იდეა, უკომპრომისობა, მათ შორის უკრაინის სახელმწიფოსადმი სიყვარული. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ვინესთან ალიანსშია, უბრალოდ სასაცილოა.

 

– იურიდიული თვალსაზრისით როგორ შეაფასებთ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას?

– აქ განსახილველი არაფერია, რადგან ექსტრადაცია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ხდება: როცა არსებობს სასამართლოს განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. არ შეიძლება უკრაინიდან ადამიანის ექსტრადირება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობს. ამიტომ არ მესმის, რას ამოწმებენ, რას განიხილავენ, აქ იურიდიული ლოგიკა აბსოლუტურად არ არსებობს, მხოლოდ პოლიტიკური საფუძველია. იმ ფალსიფიცირებულ საქმეებსაც კი, რომლითაც პოროშენკო სპეკულირებს, მსოფლიოს არცერთი თავისუფალი ქვეყანა არ აღირებს. მიხეილ 5 წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საქმეებს აღიარებს, რუსეთი და ვლადიმერ პუტინია. მეორე კი ჩემდა სამწუხაროდ, მაიდნის შემდგომი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღმოჩნდა. 

 

– თუ ამას პოლიტიკურ დაკვეთად განვიხილავთ, რატომ აირჩია პოროშენკომ სააკაშვილი? სააკაშვილის ახალი პარტიის რეიტინგი 5%-ს არ აღემატება. რატომ არ წარმოებდა ასეთი აქტიური ბრძოლა ტიმოშენკოსთან, ლიაშკოსთან, ბოიკოსა და მათ პოლიტიკურ ძალებთან?

– როგორ უნდა იბრძოლოს ლიაშკოს წინააღმდეგ, როდესაც ლიაშკო სრულად კონტროლდება პოროშენკოს და ახმეტოვის მიერ და ამბობს ყველაფერს, რასაც ისინი იტყვიან? რაც შეეხება რეიტინგს და ნდობას, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ადამიანების ნდობა აქვთ, აქვთ პასპორტი, ქვეყანაში უშვებენ და მათ ვერავინ ამჩნევს. მას რომ პოლიტიკური ნდობა არ ჰქონოდა, ახლა იქნებოდა კიევში, მშვიდად მიირთმევდა ყავას და პოროშენკო ყურადღებას არ მიაქცევდა.

 

– რაც შეეხება დავით საკაშვილს, დახვდება ის ძმას საზღვართან? შეიძლება ითქვას, რომ მისი დაკავების ისტორია დასრულდა?

– საზღვართან დახვედრის შესახებ უმჯობესია, მას ჰკითხოთ. მას გადასცეს დეპორტაციის შესახებ დოკუმენტი და გარკვეულ დროში ქვეყანა უნდა დატოვოს.

 

– თქვენ გუნდს ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. რისი დასაწყისი შეიძლება გახდეს 10 სექტემბერი უკრაინისა და საქართველოსთვის, სადაც მას ასევე ჰყავს მხარდამჭერები?

– ჩვენ სწორ მხარეს ვართ, იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც მას დახვდებიან და ეს მართალი მხარე გაიმარჯვებს.

 

ვლადისლავ ურუბკოვი, Front News 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები