spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით სერგეენკო – შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე

შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პროცესები ჭარბად პოლიტიზირებული და არასწორად ორგანიზებულია. 

 

“რაც აქამდე ხდებოდა და რაც ახლა ხდება, არის არა კონსილიუმი, არამედ კლინიკური აუდიტი, როდესაც გარედან მოწვეული სპეციალისტები შედიან, იმის მიუხედავად, თუ ვისი ორგანიზებით, მკურნალ ექიმებთან არ სხდებიან და არ მსჯელობენ და არ აანალიზებენ სიტუაციას იქამდე, ვიდრე კონსენსუსურ გადაწყვეტილებამდე არ მივლენ, რასაც ხელმოწერით დაადასტურებენ. აი, ეს არის კონსილიუმი. 

 

რაც ახლა ხდება, არის კლინიკური აუდიტი, როცა სპეციალისტები შედიან, სწავლობენ დოკუმენტაციას, სწავლობენ ვითარებას, მიდიან, წერენ დასკვნას, უგზავნიან, ისინი უგზავნიან პასუხს და ეს ასე გაუთავებლად გრძელდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები