spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით სიხარულიძე – ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ომი უბრალოდ კი არ შეწყდეს,  უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს,  –  ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრმა, დიპლომატმა დავით სიხარულიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მოკლე ხანში ის, შეიძლება, კვლავ განახლდეს. 

 

“ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ევროპისთვის, ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ომი უბრალოდ კი არ შეწყდეს, ან  ცეცხლის შეწყვეტამდე მივიდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მდგრადი, ის შეიძლება 2 – 3 კვირის შემდეგ ისევ განაახლოს რუსეთმა“, – განაცხადა სიხარულიძემ. 

 

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისათვის იარაღის მიწოდების  გადაწყვეტილება და ასევე ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ნავთობის და გაზის ყიდვა რუსეთიდან. მისი თქმით,  წინააღმდეგ  შემთხვევაში,  ევროპას უფრო მაღალი ფასი ექნება გადასახდელი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები