იანვრის შემდეგ აისახება ეს პოლიტიკაზეც, თუმცა ტექტონიკური ძვრების მოლოდინი და იმედი არ მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების კუთხით მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ტრამპის გუნდში ოფიციალური პირი.
“მნიშვნელოვანი დღე იყო რესპუბლიკური პარტიისთვის მთლიანად. ერთი, რომ ტრამპმა მოიგო არჩევნები, სენატშიც წარმატებას მიაღწიეს და როგორც ამბობენ, გაწითლდა სენატი.
რა თქმა უნდა, იანვრის შემდეგ აისახება ეს პოლიტიკაზეც, თუმცა როდესაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ვსაუბრობთ აქ საკმაოდ ფუნდამენტური არის აშშ-ს ეროვნული ინტერესები. ტექტონიკური ძვრების მოლოდინი და იმედი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით არ მაქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება ტრამპის გუნდში, ვინ იქნებიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალური და გადაწყვეტილების მიმღები პირები და ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიზუსტით შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რა იქნება პოლიტიკა”, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.