ვინც დღეს ისევ „ქართულ ოცნებას“ გაყვება მოლაპარაკებაში, ისინი „ოცნების“ ყველა დანაშაულის თანამონაწილე ხდებიან, რადგან ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა ამდენი გულანთებული ადამიანის ისევ მოტყუება, – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
“არც იმას დაიჯერებს არავინ, რომ ამ 10-11 წლის შემდეგ ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გადაკეთდება, კობახიძე-ღარიბაშვილი თუნდაც კუჭავა-თალაკვაძით რომ ჩაანაცვლოს.
ან იმის ვის სჯერა, რომ თუნდაც დე-ოლიგარქიზაცია მოხდება?!
ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს, პარტია „ქართული ოცნება“ კი საერთოდ უნდა აიკრძალოს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.