spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ჭიჭინაძე – “ოცნება” ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ

თუ ასეთი მძლავრი ეკონომიკა გვაქვს, მაშინ რატომ ვმათხოვრობთ ყოველ წელს იმ ვალის მომსახურებაზე, რომელიც გვაკისრია და მუდამ მის გადავადებას ვთხოულობთ?!, – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

 

“როგორც ჩანს, ღარიბაშვილის და მიშელის დახურული შეხვედრაზე საკმაოდ მძიმე საუბრი შედგა და მათი პატრონი ივანიშვილი, იძულებული გახდა ახალი პარტნიორი ეძებოს… სწორედ ეს ახსნა აქვს “ოცნების” ორი ირაკლის აბსურდული და გამაოგნებელ განცხადებებს.

 

შედეგი კი იქნება ის, რომ 3 ოქტომბეს სრულიად საქართველო გამოვა ქუჩაში და არა მარტო ოპოზიცია.რადგან, “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია ევროპელ პარტნიორებთან არსებული ყველა შეთანხმება და ამით მომავალი წაართვეს ქვეყანას; ევროპულ დახმარებაზე და კრედიტებზე ისე თქვეს უარი, არც კი აინტერესებთ, რომ ამას უკვე ვიზალიბერალიზაციის, გადმორიცხვების ჩაკეტვა მოყვება, რაც ქვეყანას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს; რომ ამით უდიდეს პრობლემებს უქმნიან იმ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც ევროკავშირშია დასაქმებულიდა ვისი გადმორიცხვებიც აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკავს და ბოლომდე მშიერს არ ტოვებს ადამიანებს;

 

ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად გაუაზრებელი ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურად ამხელასიკვდილიანობას იწვევს. მოკლედ, თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა “ქართული ოცნების” მესაფლავე. ახლა ვამბობ, რომ “ოცნება” უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ და გადავიჩეხებით, ქვეყანას “ოცნებას” თუ არ ჩამოვაშორებთ”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები