spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ცხადაძე – ძალიან რთული პრობლემაა, მით უმეტეს, კულტურული მემკვიდრეობისთვის

როდესაც სვეტიცხოველში წყლის გაჟონვა დაფიქსირდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ აღმოეფხვრათ. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აბსოლუტურად მოუმზადებლობაა, აბსოლუტური გულგრილობაა, არ აინტერესებთ მათ ეს, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სვეტიცხოველში კათედრაში ჩადის წყალი.

“როდესაც წყლის გაჟონვა დაფიქსირდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ აღმოეფხვრათ. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, რომ თოვლია, წვიმს. აბსოლუტურად მოუმზადებლობაა, აბსოლუტური გულგრილობაა, არ აინტერესებთ მათ ეს, არაა მათთვის პრიორიტეტული.

ეს ხომ პირველად არ ხდება?! ეს ხელისუფლება ისეთი სახელით შედის ისტორიაში მარტო გელათის ამბით, საყდრისზე რომ არაფერი ვთქვათ.

სვეტიცხოველში კათედრაში ჩადის წყალი. კი, ამწუთას კედლის მხატვრობა დაზიანებული არ არის, მაგრამ შეისწავლეს? იქნებ ეს წყალი კიდევ სადღაც ჟონავს. ძალიან რთული პრობლემაა, მით უმეტეს, კულტურული მემკვიდრეობისთვის.

კულტურული მემკვიდრეობა მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს. კვალიფიკაციის ისეთი დეფიციტია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომ ვერ წარმოვიდგენდით, რაც ნიშნავს იმას, რომ რეანიმაციაში შეიყვანო პაციენტი და იქ სხვა ექიმი დაახვედრო. არ ვაბუქებ. ეს ყველაფერი ჩვენი სახეა და ეს ძალიან მოქმედებს ნებისმიერ ჩვენგანზე. ეს ჩვენი დასაცავია”, – განაცხადა დავით ცხადაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, სვეტიცხოვლის ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები