spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით უსუფაშვილი – ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს შემდეგი 20-30 წლის განმავლობაში საქართველო საით წავა

ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებისგან, გარდა 1990 წელს ჩატარებულისა. ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს შემდეგი 20-30 წლის განმავლობაში საქართველო საით წავა, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არჩევნები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამოქალაქო არჩევნებიცაა. 

 

“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებისგან, გარდა 1990 წელს ჩატარებულისა, იმიტომ, რომ მაშინ იდგა საკითხი არა პოლიტიკური მნიშვნელობისა, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თუ რა გზას აირჩევდა ქართველი ხალხი – საბჭოთა იმპერიაში დარჩენას თუ დამოუკიდებლობას. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ წინ გვაქვს არა არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს შემდეგი 4 წელი პოლიტიკური პროცესები როგორი იქნება, განათლების სფეროში რა იქნება, ან თუნდაც ნატოსა თუ უსაფრთხოების მიმართულებით რა იქნება, არამედ ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს თუ შემდეგი 20-30 წლის განმავლობაში საქართველო საით წავა.

 

ეს არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის სამოქალაქო არჩევნები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები