spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით უსუფაშვილი – ბევრ მათგანს სჯერა, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს

საოცარი რაღაც უნდა გითხრათ – მე მჯერა, რომ ბევრ მათგანს სჯერა, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს. მათ სჯერათ, რომ სადღაც იატაკქვეშეთში მოკალათებულნი არიან ვიღაცები და მართავენ მსოფლიოს. ამ დონეზე არის ზომბირებული ივანიშვილი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათი პროპაგანდისტული იდეები ეფუძნება ამ თემას, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და იმასთან ყველაფერს დაალაგებს, შესაბამისად, ევროპასთანაც ყველაფერს დაალაგებს.

“პერსონალურად მისი და მისი გუნდის არეული წარმოდგენები არამხოლოდ ქვეყნის შიდა თემებზე, არამედ მსოფლიო წესრიგზე ვრცელდება. საოცარი რაღაც უნდა გითხრათ – მე მჯერა, რომ ბევრ მათგანს სჯერა, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს. მათ სჯერათ, რომ სადღაც იატაკქვეშეთში მოკალათებული არიან ვიღაცები და მართავენ მსოფლიოს. ამ დონეზე არის ზომბირებული ივანიშვილი. მთელი მათი ილუზორული წარმოდგენები ეფუძნება იმას, რომ აქ როგორმე უნდა მოახერხონ გამარჯვება, ამასობაში, ხედავენ, რომ ეს გამარჯვება ხელიდან უსხლტებათ, ხედავენ საზოგადოების განწყობებს და თვითონაც ხედავენ 12 წელი, რამდენად ბევრია. რომელ ამერიკას დაელაპარაკება იცით? მისი ჭკუით, ტრამპი, რომ გაიმარჯვებს და მასთან ყველაფერს დაალაგებს, რადგან ტრამპი მათი ნარატივით ასევე არის გლობალური ომის პარტიის მსხვერპლი, მათი პროპაგანდისტული იდეები ეფუძნება ამ თემას, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და იმასთან ყველაფერს დაალაგებს, შესაბამისად, ევროპასთანაც ყველაფერს დაალაგებს. ეს არის არაპროფესიონალური განსჯები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები