spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით უსუფაშვილი – საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი გაავლო ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებსა და ომის მოწოდებას შორის

რამდენადაც  გამაოცა უკრაინაში ინსტიტუტების გამართულმა  მუშაობამ და ეს  იყო ჩემთვის მოულოდნელობა, ასევე მაოცებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სუპერარაკვალიფიციურობა –  მათ პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი გაავლეს ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებსა და ომის მოწოდებას შორის,  – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, მისთვის  მოულოდნელი აღმოჩნდა ომის ვითარებაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მობილიზებულობა და ორგანიზებულობა. 

 

„უკრაინელების მოქალაქეობრივი მამაცობით შეუძლებელია  არ ვიყოთ აღტკინებული,  მაგრამ ჩემთვის მოულოდნელობა სხვა იყო, – სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების  ორგანიზებულობა  და მობილიზებულობა. 

 

ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას მრავალ ადგილზე, მრავალ ქალაქში ერთდროულად უტევს მტერი და შენ ახერხებ გაუწიო არა მხოლოდ წინააღმდეგობა და შეაჩერო, ეს ნიშნავს იმ უხილავი დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების, რომლებსაც ჩვენ იარაღით ხელში ვერ ვხედავთ, – აქ არის ტრანსპორტი, მომარაგება, კვებით უზრუნველყოფა, ენერგეტიკა  და სხვათა  გამართულ მუშაობას. მერები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები აღმოჩნდნენ არა მხოლოდ პიროვნულად მზად, არამედ ორგანიზებულად. შეუძლებელია ერთი თვე გაძლოს ქვეყანამ და ქალაქებმა, თუ სისტემები არ მუშაობენ“,  -განაცხადა  უსუფაშვილმა. 

 

მისი თქმით,  ამ ფონზე გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების სუპერარაკვალიფიციურობა, რომელიც თავდაცვისათვის მოწოდებას ომის რიტორიკად აცხადებს. 

 

“რამდენადაც უკრაინაში ინსტიტუტების გამართული მუშაობა იყო ჩემთვის მოულოდნელობა და გამაოცა, ასევე მაოცებს მოქმედი ხელისუფლების სუპერარაკვალიფიციურობა. მათ პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი გაავლეს ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებსა და ომის მოწოდებას შორის. მეც, „ლელოც“,  ბევრი სხვა ექსპერტი, მოქალაქე მთავრობას ეუბნება, რომ მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის,  – ეს კონსტიტუციაში წერია, თითოეული მოქალაქის ვალია და ამიტომაც გვყავს შეიარაღებული ძალები და სახელმწიფო ინტიტუტები, როდესაც ვეუბნებით რომ მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანაა იყოს მობილიზებული შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისთის, ამას გვითვლიან საომარ რიტორიკად, თითქოს ჩვენ რამე აგრესიულ ნაბიჯებისაკენ მოვუწოდებთ, თავდაცვა, ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები