spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ვაშაძე – 7 წელია, აქ სასტუმრო მაქვს, სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე აცხადებს, რომ შენობაში, სადაც ერთ-ერთი ოფისი დალუქეს, მას სასტუმრო აქვს, სხვა ფართებთან კი შეხება არ აქვს.

 

“მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით. შპს “თბილისი თაიმსი” არის ასევე ჩემი კომპანია და დაახლოებით 7 წელია, აქ სასტუმრო მაქვს. შესაბამისად, სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს და ვერ მაქვს. გადანაწილებაა, ეს ნაწილი არის ჩემი, რაზეც პასუხისმგებელი ვარ, სხვებზე ვერ ვერთვები. ამიტომ, მე ინფორმაცია არ მქონდა. მე როდესაც მიწევს ხოლმე გამოსვლა, დისტანციურად ვმართავ სასტუმროს, როცა აქ მოვდიოდი ზემოთ საერთოდ არც ვიცოდი თუ გახსნილი იყო, ამ შესასვლელიდან შევდიოდი და ასვლის დროს არავინ შემხვედრია”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

რაც შეეხება ქოლცენტრების საქმეს, დავით ვაშაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი ყველას აწუხებს და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ.

 

“ეს საკითხი მთელ ქვეყანას აწუხებს და ჩემთვისაც შემაწუხებელია, იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ უცხოელთან მიწევს ურთიერთობა და ძალიან სახელი აქვს ჩვენს ქვეყანას ამის გამო გაფუჭებული და ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ გამოიძიონ”, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

 

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიციელებმა ე.წ “ქოლცენტრების” საქმესთან დაკავშირებით სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ერთი ოფისი და მესამე სართული მთლიანად დალუქეს. “პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ე.წ. ქოლცენტრი გიორგი ვაშაძეს და უკრაინელ პოლიტიკოსს დავით არახამიას ეკუთვნით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები