spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზალკალიანი – ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ პოლონეთს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში

„საქართველო კატეგორიულად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და  დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევრუპული უსაფრთხოების არქიტექტურას“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ზალკალიანის განცხადებით,  საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვებში, რისი დასტურიცაა საქართველოს პოზიციონირება უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ეუთოს ფარგლებში, სადაც საქართველო განუხრელად უერთდება უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების კოორდნირებულ და კონსოლიდირებულ პოზიციას.  

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო  მხარს უჭერს უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივებას და აფასებს მისიის საქმიანობაში ეუთოს თავმჯდომარეობის წვლილს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსენებულ მისიაში საქართველოდან 30-ზე მეტი დამკვირვებელი მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონურ მხარეს საერთაშორისო პერსონალის, მათ შორის,  ქართველი დამკვირვებლების უსაფრთხო ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო და უკრაინა დღეს საერთო  გამოწვევების წინაშე დგანან და საქართველო იყოს პირველი, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს აგრესია განხორციელდა. 

 

“ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ პოლონეთს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“ – განაცხადა ზალკალიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები