spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზალკალიანი – დმიტრო კულებასთან საუბარში ჩემი გაკვირვება კიდევ ერთხელ დავაფიქსირე

საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ვლადიმერ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რამდენიმე საათში ორი ქვეყნის პირველ დიპლომატს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „იმედთან“ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ კომუნიკაციის შემდეგ, საქართველოში უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდება და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. 

 

“ჩვენი კომუნიკაცია შედგა გუშინ გვიან ღამე. ბუნებრივია, ჩემი გაკვირვება მასთან საუბარში კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად და გარკვეულწილად ემოციურად და მე მას ვთხოვე, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ, თუ რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ეს ჩვენს საზოგადოებაში და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე მაქვს განცდა, რომ მას სრული გაგება აქვს ამის და ეს ჩვენი გუშინდელი კომუნიკაცია გარკვეულწილად იმედს მისახავს, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოწესრიგდეს ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მაქვს, რომ ელჩი მალე დაბრუნდება და გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები