spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზალკალიანი – საიუბილეო სამიტზე მიწვევა არის დასტური, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას

ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა  განაცხადა.

 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია უსაფრთხოების იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში და განსაკუთრებით საინტერესო შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა იქნება.

 

“ნატოს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის მნიშვნელოვანი გზავნილი ნატოს მხრიდან, რაც არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას და ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა. ამ ფორმატში მას ექნება შესაძლებლობა, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია უსაფრთხოების იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში და განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ უაღრესად საინტერესო სამიტი იქნება და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კვლავ თავის პარტნიორებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, საქართველოს მოლოდინი აქვს, რომ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იქნება შეფასებული.

 

“მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად და დინამიკურად შეიცვალა მთლიანად რეგიონში, გლობალურად  და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას და სწორედ ეს ახალი გარემოება კარნახობს ასევე სხვა ინტეგრაციულ პროცესებს. საქართველო ვერ განიხილება იზოლაციურად და მოწყვეტილად ამ პროცესებისგან და ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ჩვენი პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული და სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს”,- განაცხადა ზალკალიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები