საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ქვეყნის დასავლურ კურსზე უარყოფითად არ აისახება.
ზალკალიანის განმარტებით, როგორ აუხსნიან საერთაშორისო პარტნიორებს ამ ნაბიჯს, ეს მათი საქმეა.
“თქვენ ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი. არანაირი რუსული სცენარი არ არის, ეს ჩვენი საქმეა” – აცხადებს ზალკალიანი.
მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარის თქმას, დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა უკვე მოჰყვა.