spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზედელაშვილი – ხელისუფლებას ბოიკოტის პირობებში შეუძლია შეკრიბოს პარლამენტი და დაიწყოს ფუნქციონირება

ხელისუფლებას ბოიკოტის პირობებში შეუძლია შეკრიბოს პარლამენტი და დაიწყოს ფუნქციონირება. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და ამ ოპოზიციასაც აქვს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.

მისივე თმით, პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური მექანიზმები და ის ამ მექანიზმებს იყენებს.

“ხელისუფლებას ბოიკოტის პირობებში შეუძლია შეკრიბოს პარლამენტი და დაიწყოს ფუნქციონირება. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და ამ ოპოზიციასაც აქვს. როდესაც რეჟიმი შეკრებს პარლამენტს, მას ჰყავს უმრავლესობა იქ, ამ უმრავლესობით შეუძლია ცნოს დანარჩენების უფლებამოსილებაც და ასევე ვიცით, რომ ეს უფლებამოსილება არ გაუუქმეს მანამ, სანამ მათთვის არ იყო მისაღები, მიუხედავად იმისა, რომ იყო პირდაპირი მოთხოვნა. ასეთი შემთხვევებიც გვქონდა წინა ბოიკოტთან მიმართებით, როდესაც პარლამენტის წევრები თვეობით წერდნენ განცხადებებს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ და კენჭისყრით არ უკმაყოფილებდა უმრავლესობა, მათ ამის რესურსი აქვს, ამიტომ საკმაოდ ფრთხილად არის გასათვალისწინებელი, რომ საბოლოოდ მათ შეუძლიათ ამ ტიპის მანიპულაციებს მიმართონ.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არავითარი კონსტიტუციური მექანიზმი არ აქვს, პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური მექანიზმები და ის ამ მექანიზმებს იყენებს. ეს არის მექანიზმები, რომლის გამოყენებაც დაიწყო და დაგვანახა არჩევნების შედეგების უარყოფით. მან გამოაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. შედარებით უფრო მკაცრი განცხადებები წამოვიდა დასავლეთიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ეს თქვა.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დაიწყო პროცესი, რაც გულისხმობს პროტესტს გაყალბებული არჩევნების მიმართ და ქართული პოლიტიკური ელიტა დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ რეალობაში იყვნენ, სულ სხვა რეალობაში იყვნენ და იმედია, საბოლოოდ მიხვდებიან რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რომ ეს არის ელექტორალური ავტორიტარიზმის ახალი რეალობა. გარედანაც შეფასებები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ, რა მასშტაბის იქნება პროტესტი“, – განაცხადა ზედელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები