spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზურაბიშვილი – იმედია, 2022 წელს უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პროცესი განვითარდება

იმედია,  2022 წელს უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პროცესი განვითარდება, –  ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა Front News-ს განვლილი 2021 წლის შეჯამებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ კიდევ უფრო გააღრმავა 2020 წელს გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი. 

 

“2021 წელს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ კიდევ უფრო გააღრმავა ის პოლარიზაციის პროცესი, რაც 2020 წლის არჩვენების შემდეგ გამწვავდა, პრაქტიკულად,  ჩიხში შეიყვანა ნორმალური პოლიტიკის პროცესი. იმედია,  2022 წელს უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პროცესი განვითარდება. 

ორივე მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ბუნებრივია,  ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მეტია, რადგან მას აქვს ის ბერკეტები, რაც ოპოზიციას არ გააჩნია, თუმცა ოპოზიციასაც აქვს  თავისი წილი პასუხისმგებლობა,  მათ შორის იმ პარტიებს,  რომლებიც არც ერთ პოლუსს არ მიეკუთვნებიან, მათ  ახალი დისკურსი უნდა  შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში” , – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

 

რაც შეეხება საიმედო ტენდენციას, რომელი 2021-დან მომავალ წელს შეიძლება გაგრძლედეს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსგავსს ვერაფერს ხედავს. 

 

“არაფერი საიმედო არ მომხდარა ამ წელს.  ნორმალური ტენდენცია იქნება, თუ ახალი ძალა გაძლიერდება.  ამ ხელისულფებას არ აქვს უნარი ქვეყანა განავითაროს, რაც უფრო დიდხანს დარჩება, მით უფრო გაიზდება საფრთხეები, როგორც საგარეო,  ისე საშინაო.  რასაც ვუყურებთ “ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკას, ეს ის ალტერნატივა არ არის, რომელსაც ხალხი მხარს დაუჭერს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები