spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზურაბიშვილი – რაც ხელისუფლებაშია, მისი ქონება გაორმაგდა, მან ეს ქვეყანა გაიხადა თავისი ფულის საჭრელ დაზგად

2012-ში ივანიშვილს ჰქონდა შიში, რომ სააკაშვილი უპირებდა “მოტეხას”. ის ყოველთვის ამზადებდა ნიადაგს, რომ თუ მას დასჭირდებოდა, პირდაპირ პოლიტიკაში ჩართვა შესძლებოდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია, მისი ქონება გაორმაგებულია.

“აბსოლუტურად ნათელია, რას იტყვის შთამომავლობა ივანიშვილზე, როგორც არ უნდა დაამთავროს მან პოლიტიკური კარიერა, ის იქნება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფიგურად შესული, ვინც კი ყოფილა საქართველოს მმართველი. მან ეს მიაღწია 12 წელიწადში, როდესაც ის 12 წლის წინ მოვიდა, როგორც მხსნელი და მისი პოპულარობა იყო პიკზე. მეტი უბედურება რაღა უნდა დაგემართოს, თან როცა ყველაზე მდიდარი კაცი ხარ საქართველოში. ის, რაც ხელისუფლებაშია, მისი ქონება გაორმაგდა. მან ეს ქვეყანა გაიხადა თავისი ფულის საჭრელ დაზგად. საგარეო ორიენტაციის საკითხი, ქვეყნის ინტერესები და საერთოდ ის, რაც პოლიტიკოსისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი, ეს ყველაფერი დაქვემდებარებულია მისი ფულის ინტერესს.  ამიტომ, თუ საჭიროა, ის გახდება პრორუსიც, პროჩინელიც, პროირანელიც, მაგრამ პროდასავლელობა ვერ გამოუვიდა. ვერ შეათავსა. დღეს ის მთლიანადაა დაკავებული ერთადერთი რამით – ძალაუფლების კონსოლიდაცია და ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ყველა ბერკეტი ექნება მას, მთელი საზოგადოების, მასმედიის აზრის კონტროლიც ექნება მას, სასამართლო ისედაც ჯიბეში უდევს.

2012-ში მას ჰქონდა შიში, რომ სააკაშვილი უპირებდა “მოტეხას”. ის ყოველთვის ამზადებდა ნიადაგს, რომ თუ მას დასჭირდებოდა, პირდაპირ პოლიტიკაში ჩართვა შესძლებოდა”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები