spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზურაბიშვილი – რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდე, შეუძლებელია, მიხეილ ყაველაშვილი მოგეწონოს პრეზიდენტად

რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდე, შეუძლებელია, მიხეილ ყაველაშვილი მოგეწონოს პრეზიდენტად, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი თვლის, რომ ყაველაშვილი ბოლომდე მონა იქნება, რაც მისი პრეზიდენტობის მიზეზი გახდა.

“რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდე, შეუძლებელია, მიხეილ ყაველაშვილი მოგეწონოს პრეზიდენტად. მის დანიშვნაში ასევე, საგანგაშო სიმპტომია ის, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს სახელმწიფოს, ერს და ეს ადამიანი ოდიოზური ფიგურაა საერთაშორისო დონეზეც.

პირველად რომ გავიგე ვიფიქრე, ჩვენი დაშოკვის მიზნით ხომ არ აკეთებს-თქო. ივანიშვილისთვის ღირსება არის ის, რასაც ჩვენ, ყველანი ვთვლით ნაკლად. ის, რომ არც განათლებით, არც ზრდილობით გამოირჩევა, კულტურითაც შეუფერებელია, თანამდებობას არაფრით რომ არ შეეფერება – ეს არის პლუსი მისთვის. ივანიშვილს აქამდე, რაც პრეზიდენტები იყვნენ, არ გაუმართლა და ის თვლის, რომ ყაველაშვილი იქნება ბოლომდე მონა. მონა იქნება, რა თქმა უნდა”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები