spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ზურაბიშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში უნდა გამოჩნდეს, რამდენადაა ხელისუფლება მზად ასე თუ ისე გააჩეროს დიქტატურისკენ სვლა

ჩვენ ვერ მივალთ დიქტატურამდე, ამის არ მჯერა, მაგრამ შეუმდგარ სახელმწიფომდე და შეუმდგარ დიქტატურამდე მივალთ, ამის საფრთხე სერიოზულია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრიობის მოშლის საფრთხე არსებობს, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხეა.

“ჩვენ ვერ მივალთ დიქტატურამდე, ამის არ მჯერა, მაგრამ შეუმდგარ სახელმწიფომდე და შეუმდგარ დიქტატურამდე მივალთ, ამის საფრთხე სერიოზულია. სახელმწიფოებრიობის მოშლის საფრთხე გვაქვს, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხეა.

თვითმმართველობის არჩევნებში უნდა გამოჩნდეს, რამდენადაა ხელისუფლება მზად ასე თუ ისე გააჩეროს დიქტატურისკენ სვლა. მონაწილეობა-არმონაწილეობაზე მსჯელობა, მე ვფიქრობ, ახლა არაა მთლად სწორი. ვერ გამიგია, რა კავშირშია ეს მონაწილეობა-არმონაწილეობა პოლიტიკური  პატიმრების გამოშვებასთან ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან. ეს მოთხოვნები ხომ ყველა ვარიანტში არის და თუ არ სრულდება ეს მოთხოვნები, მაშინაა ეს ასაწონ-დასაწონი”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები