spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავითაშვილის გოლით “ბორდომ” უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო

განახლდა საფრანგეთის “ლიგა 2”, დღეს “ბორდომ” თავის უშუალო კონკურენტს “სოშოს” უმასპინძლა და ერთბურთიანი სხვაობით 2:1 დაამარცხა. 

 

“ბორდოს” რიგებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს.

 

ანგარიში მასპინძლებმა ჯოშ მაჟას გოლით გახსნეს, მათი რიგებიდან კი თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა, მან თავისი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მეტოქეს საკმაოდ ლამაზი გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

 

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

 

ამ დროისთვის “ბორდო” სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება 31 ქულით, ხოლო “სოშო” 30 ქულით მესამეზეა. პირველ ადგილს “ლე ავრი” იკავებს 35 ქულით, რომელსაც კონკურენტებზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები