spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დებატები საქართველოს შრომითი ბაზრის რეფორმის შესახებ, როდესაც რეფორმა აღარ გულისხმობს დერეგულირებას

თბილისი: რეფორმა უდრის დერეგულაციას. ეს იყო აღმოსავლეთ ევროპაში თაობათა მიერ აღიარებული ჭეშმარიტება. თუმცა რაღაც იცვლება. პირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ქვეყანა იწყებს ფიქრს თავისი შრომის კოდექსის შესახებ.

 

საქართველოში შრომით უფლებებზე დისკუსია აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ  წინ ხარისხობრივი ნახტომი გააკეთოს. ქვეყანის სურვილია მალე ჩაეწეროს განვითარებული ქვეყნების რიგში, რისთვისაც ღირებულებათა ისეთი გლობალური სისტემაა საჭიროა, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე გეოგრაფიულ მდებარეობა,  ბიუროკრატია (low-red-tape), ეფექტურ სასამართლოს და ბაზარზე ხელმისაწვდომობა. იყო სახელმწიფოების „დიდ ლიგაში” ნიშნავს ტალანტს, რომლის შედეგადაც კვალიფიციურ, ჯანმრთელ, დაცულ, სამუშაო ძალას  აქვს შესაძლებლობა უზრუნვეყლოს შრომისა და დასვენების (პირადი ცხოვრების) ბალანსი, აქვს ღია მსოფმხედველობა და კრეატიულობა.

საქართველო გლობალური ინვესტიციების ცენტრად ჩამოყალიბების საკითხს  სერიოზულად ეკიდება. 2006 წელს მთავრობამ დაიწყო შრომითი ბაზრის მასიური დერეგულაციის პროცესი, რაც მიზნად ისახავდა კორუფციის აღმოფხვრას, ინვესტორზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნას. ქვეყანა ახლა ცდილობს გადახედოს აღნიშნულ სტრატეგიას. ჩვენ ვესაუბრებით საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ამ „გადააზრების პროცესის” უკან დგას.

დიმიტრი ცქიტიშვილი არის პოლიტ-ეკონომისტი, ის სწავლობდა საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვს გამოცდილება როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე შრომის პოლიტიკაში. ის დაახლოებით ოცი წელია ჩართულია ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკაში. ის არის საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. ადვოკატირებს სოციალური პარტნიორობის მიდგომას შრომითი ბაზრის რეფორმაში. 2016 წელს, არჩეული იქნა პარლამენტში და მან ძალიან დიდი როლი ითამაშა არსებული დებატების დღისწესრიგის ფორმირებაში, ჯერ როგორც მმართველი პარტიის წევრმა და შემდეგ როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ევროპული ინტერესი: გახადა თუ არა შრომითი ბაზრის დერეგულაციამ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად?

თეორია და პრაქტიკა ყოველთვის თანხვედრაში არ არის. 2006 წელს, სააკაშვილის მთავრობამ მოშალა კოლექტიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა და შეარყია შრომის უფლებების დაცვის საფუძვლები. საქართველო რა თქმა უნდა მისდევდა საყოველთაოდ აღიარებულ სიბრძნეს, მარტივად დაქირავებისა და გათავისუფლების ეკონომიკას. მას შემდეგ რაც ეს რეფორმა დაიწყო, უმუშევრობა 12%-იდან 15%-მდე გაიზარდა, ვინაიდან დათხოვნა მარტივი გახდა, თუმცა სამუშაო ადგილების შექმნა არ არის ავტომატური პროცესი. უფრო მეტიც, შრომითი პირობები გაუარესდა. საფრთხეები სამუშაო ადგილებზე გაიზარდა. უამრავი ადამიანი პირდაპირი გაგებით იღებდა სხეულის დაზიანებებს და იღუპებოდნენ კიდეც სამუშაო ადგილებზე

ჩვენ მიდრეკილება გვაქვს სტატისტიკა ჩვენი თეორიული წინასწარ შექმნილი წარმოდგენების შესაბამისად წავიკითხოთ.

დერეგულაციის ავტორები საუბრობენ რომ რეფორმების ეფექტი არ არის სწორხაზოვანი და ის არის უფრო ფართო ღირებულებითი მსოფლმხედველობის ნაწილი. ისინი კი ვინც შრომის ხარისხიან პიროებებს განვითარების სტრატეგიის ნაწილად ხედავებ ამტკიცებენ, რომ სამუშაო პიროებების გაუარესება ადრე თუ გვიან საფრთხეს უქმნის ჩვენი სამუშაო ძალის პროდუქტიულობას  და საბოლოო ჯამში  ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.  თხუთმეტი წელის  გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვფლობთ ფაქტებს და უკვე დროა ფუნდამენტურად გადავიაზროთ ჩვენი მოდელი. ეს არის რელევანტური და დროული საკითხი.

ევროპული ინტერესი: საქართველოს მთავრობამ გულმოდგინე გონივრული რეფორმტორის რეპუტაცია მოიპოვა. ფიქრობთ რომ ქვეყანამ აქამდე ვერ შეძლო  გაეცნობიერებინა და ესწავლა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე?

კიდევ გავიმეორებ,  ჩვენ ვცდილობთ რომ რეალობის ის ნაწილი გავიზიაროთ რომელიც ჯდება ჩვენს წინასწარ შექმნილ წარმოდგენებში. და არცერთი პოლიტიკა არ არის სრულებით წარუმატებელი ან სრულად წარმატებული. ჩვენ გვინდა გადავხედოდ სისტემას ისე რომ შევქმნად ბალანსი, რომელიც თანხვედრაში იქნება ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობასთან. თუმც ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს რომ ეკონომიკა არის საშუალება და ჩვენ საბოლოოდ ანგარიშვალდებულები ვართ „სამუშაო ძალასთან”, რომელსაც გააჩნია გარკვეული უფლებები. ეს არის ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ცხოვრების ხარისხს”.

მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა 2013 წელს, როდესაც შრომის კოდექსში ცვილელები შევიდა და კოლექტიური მოლაპარკაკების უფლებები ნაწილობრივ აღდგა. 2015 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომზადების პროცესში საქართველომ შექმნა შრომის ინსპექცია, თუმცა ძალიან შეზღუდული უფლებებით.  2017 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური საპარლამენტო დებატები შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 2019 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებით.  პროგრესი არასდროს არის სწორხაზოვანი, თუმცა პარლამენტმა და მთავრობამ ორივე მხარის არგუმენტების დანახვა შეძლო.

ევროპული ინტერესი: შეიძლება თქვათ, რომ საქართველომ შრომის უფლებების ნამდვილად „ევროპული” რეჟიმი დანერგა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს?

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ჯერ კიდევ არსებობს მშრომელთა უფლებების უხეში დარღევები და საფრთხის შემცველი სამუშაოები სხვადასხვა ინდუსტრიებში. ეს რეალობა აზიანებს საქართველოს ზოგად პოზიტიურ სურათს საზღვარგარეთ, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფები აღწერენ ამ რეალობას თავიანთ მკაცრ ანგარიშებში. ჩვენ გვსურს რომ დავადგინოთ ახალი ბალანსი, და ამ მიზნიდან დღესდღეობით საკმაოდ მოცილებულები ვართ.  

უნდა აღინიშნოს, რომ სათანადოდ აღჭურვილი და ქმედითი შრომის ინსპექცია არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, გამომდინარე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან.

ევროპული ინტერესი: რა არის შემდეგი ნაბიჯი?

კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში მოიცავს ევროკავშირის 11 დირექტივას, რაც საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების ნაწილია  და შესაბამისად გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა.

ჩვენ დავიწყეთ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა 2019 წლის დასაწყისში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, UNDP-ის, USAID-ის და GIZ-ის მხარდაჭერით. ამასვე მოყვა მოლაპარაკებების პროცესი სოციალურ პარტნიორების დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით.  ჩვებ დავაახლოვედ განხვავებული პოზიციები და კომპრომისებს მივაღწიეთ.

ჩვენ ეხლა ვიმყოფებით იმ ნიშნულზ, როდესაც მზად ვართ გადავფურცლოდ ახალი გვერდი და მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ინიციატივა მხარდაჭერილია საპარლამენტო უმრავლესობის და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. როგორც ყოველთვის, აქაც არსებობს გარკვეული განსხვავებული ხედვები ზოგიერთ დეპუტატებში, რომელთაც თავისი როლი წარმოუდგენია განსხვავებული სპეციფიური ინტერესების დამცველად. თუმცა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ.  

2020 წლის ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ცოტა დრო რჩება ამ ნაბიჯის გადასადგმელად. პარლამენტმა უნდა დაიწყოს დებატები და კენჭი უყაროს კანონპროექტს, სანამ პროცესი მოკლავს ამ ინიციატივას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს როგორც თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ქვეყნის სახელი. მართვა არ ნიშნავს მხოლოდ დერეგულირების პოლიტიკას.

რეგულაციას ქმნის ინოვაციას და პროგრესს. ეს არის ევროპული პოლიტიკის არსი.

ევროპული ინტერესი: ევროპულია თუ არა, რას მოიცავს ეს რეფორმა?

თავიდანვე რომ გასაგები იყოს, ეს არ არის არც რევოლუციური პროგრამა და არც საფრთხე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისთვის. ეს არის ის აუცილებელი რეფორმების წყება, რაც ოთხი სვეტისგან შედგება:

· პირველი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას, სპეციალურ ყურადღებას შშმპ პირების მიმართ.

· მეორე, ეს არის ფუნდამენტური სამუშაო დროის რეგულაცია, რომელიც  განსაზღვრავს ზეგანაკვეთურ სამუშაოს და აწესებს ანაზღაურების სტანდარტებს.

· მესამე, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სოციალურ დიალოგს, აყალიბებს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკების სისტემას, რაც ჩემი აზრით სამომავლოდ თავიდან აგვაცილებს პოტენციურ სოციალურ აფეთქებებს და ხანგრძლივ გაფიცვების.

· და ბოლოს, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს შრომის ინსპექციის ზედამხედველობას, ძლიერი და დამოუკიდებელი მანდატით, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ფუნდამენტურ სტანდარტების აღსრულებას.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე გულისხმობს სტაჟირების რეგულირებას, იმისათვის რომ დამსაქმებელსა და ახალგაზრდას შორის არსებობდეს ჯანსაღი ურთიერთობა, და ამ გზით მოხდება ჩვენი სამუშაო/ადამიანური რესურსების ხარისხის გაუნჯობესება.

ევროპული ინტერესი: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის?

პირველ რიგში, ეს არის ღირებულებების საკითხი. როგორც სოციალ-დემოკრატი, ჩემი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ეფუძნება სოციალურ ერთობას. მჯერა რომ ქვეყანა ვითარდება, როდესაც საზოგადოებაში არსებობს ურთიერთ პატივისცემა, რაც მოიცავს დასაქმებულთა ფუნდამენტურ უფლებებს. ამ უფლებების დღის-წესრიგით გავხდი მე პარლამენტის დეპუტატი.

მართალი გითხრათ, მჯერა რომ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება არის კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საფუძველიც. ჩვენ არ გვსურს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია, შევიწროვება და სხვა სახის ანტი სოციალური ქმედება გახდეს უცხოური ინვესტორების მოზიდვის ინსტრუმენტი.

ჩვენ გსურს სოციალური და შრომითი ურთიერთობის ახალი კულტურა, რაც აგვაცილებს თავიდან სოციალურ აფეთქებას და შექმნის საინვესტიციო გარემოს, სადაც ყოველ ინვესტორს შეეძლება ყავდეს მაღალი უნარების მქონე სამუშაო ძალა და ქონდეს უკეთესი სამუშაო გარემო.

ევროპული ინტერესი: თქვენ თქვით რომ, როდესაც დაიწყეთ მუშაობა ამ კანონმდებლობაზე იყავით უმრავლესობის წევრი და შემდეგ ამ პროცესში ოპოზიციაში გადაინაცვლეთ. ფიქრობთ, რომ რეალისტურია საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება? და თუკი ვილაპარაკებთ სოციალურ პარტნიორებზე, როგორ უყურებს ამ ყველაფერს ბიზნესი?

დიახ, მე დავიწყე ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა ერთი წლის წინ, როდესაც მე გახლდით უმრავლესობის წევრი.  გასული წლის ნოემბერში მე დავტოვე მმართველი პარტია, თუმცა დავრჩი მოლაპარაკების მონაწილედ და გამაჩნია გარკვეული მხარდაჭერა უმრავლესობის ლიდერების მხრიდან.

საკანონმდებლო ინიციატივა ხელმოწერილია მმართველი პარტიის გავლენიანი წევრების მიერ და ვიმედოვნებ რომ ჩვენ მოვახერხებთ პარტიათა შორის მხარდაჭერის მოპოვებას. ეს არ არის პირადი საკითხი. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პერიოდში, მე პირადად ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდი იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური საკითხთა მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან. რა თქმა უნდა, ყველა არ არის მზად ევროპული ტიპის სოციალურ დიალოგისათვის და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას პოზიციაზე. ეს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით არის ლაკმუსის ტესტი მისთვის, ვინდაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი განსაზღვროს ბალანსი დასაქმებულთა უფლებებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი ჩვენ გვსურს გავყვეთ ევროპულ პოლიტიკურ ტრაექტორიას, ჩვენ უნდა დავინახოთ რომ ეს ორი ინტერესი იქვეთება, ან ამ ინტერესების თანხვედრისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადავდგათ.

 

წყარო“ევროპული ინტერესი”

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები