spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დედაქალაქის უვიზო რეჟიმის გეოგრაფია: რომიდან-ყირიმამდე

კიევი: თვეზე მეტია, რაც უკრაინამ საბოლოოდ მიიღო შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება, ამ ხნის განმავლობაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე ასი ათასზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა ევროკავშირის საბაჟო გამშვები პუნქტი, მათ კი, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო პასპორტის აღება მიგრაციის სამსახურის განყოფილებასთან  გრძელ რიგებში უწევთ დგომა. სტანდარტული დილა დედაქალაქის მთავარ – შევჩენკოს სახელობის ბულვარზე Front News-ის რეპორტაჟში.

 

08:10

 

სახელმწიფო საპასპორტო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილება “დოკუმენტი“ მუშაობას დილის 9 საათზე იწყებს, თუმცა ერთი საათით ადრეც რომ მოხვიდეთ, რიგში 70-ზე  მეტი ადამიანი შეიძლება დაითვალოთ. იმისათვის, რომ შიგნით შეაღწიოთ და საბუთების ჩაბარება  რიგის კანონის სრული დაცვით მოახერხოთ, უნდა ჩაეწეროთ სიაში, რომელიც  А4 ფორმატის ქაღალდზეა ჩამომწკრივებული, მაგრამ აქ უკვე ნამდვილი შოკი გელოდებათ, თითქოს დროულად მოსულს თქვენი სახელი და გვარის ჩაწერა დავთარში 420-ე ადამიანად გიწევთ. 

“მე ახლახან მოვედი და უკვე 419 ადამიანია სიაში, მეგობრებისგან გავიგე, რომ აქ დღეში 400-მდე ადამიანს ემსახურებიან, ბაჟანის სახელობის პროსპექტზე კი ორჯერ ნაკლებს“, – აცხადებს ვადიმი, რომელიც ოპტიმისტურად აფასებს საბუთების დღესვე ჩაბარების შანსებს.

მისივე თქმით, სია საკმაოდ პირობითია, რადგან ყველა ჩაწერილი მოსვლას ვერ ახერხებს და რიგი ავტომატურად მცირდება. ვადიმი კარგად ერკვევა ამ საკითხებში, რადგან მსგავსი პროცედურა საქართველოში გაიარა. “იქაც ასეთივე სიტუაციაა და საბუთების გაფორმების პრინციპიც ანალოგიური“, – აღნიშნავს ვადიმი და ნანაობს, რომ დროსთან ერთად საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს (1000-დან 1250 უკრაინული გრივნის).

 

 

08:35

 

შესასვლელთან უფრო ახლოს უკვე იგრძნობა ხალხის დაძაბულობა, რომლებიც უფრო დიდი ხანია დგანან  რიგში. პირველი ათეული ამ დრომდე არ ჩანს, ამიტომაც პირველი შესასვლელად სიაში №13 ანდრეი ემზადება. მისივე თქმით, ფურცლის პირველივე გვერდზე თუ გინდა მოხვდე, რიგი წინა საღამოდან უნდა დაიკავო, „ეს უკვე ჩემი მესამე მცდელობაა საბუთების ჩაბარების“, – აღნიშნა რესპოდენტმა, რომელისაც მიუხედავად იმისა, რომ  ღამე აქ არ გაუთენებია, მაგრამ მაინც ძალიან დაღლილი ჩანს. არანაკლები ძალა და ენერგია დახარჯა ნატალიას ქმარმა. რომელმაც თავისთვისთვის და ცოლისთვის 30-31 ადგილები დაიკავა. მას დილის ოთხ საათზე მოუწია გაღვიძება.

 

ძალიან ბევრი რეგიონებიდან ჩამოდის, ამიტომაც პროცესის დაჩქარება ფიზიკურად შეუძლებელია. ნადეჟდა 11 წლის ვაჟიშვილთან ერთად ჩამოვიდა და 456 ჩაეწერა რიგში, მაგრამ მისის მიზანი ჯერ არ არის ევროპაში გამგზავრება. “ჩვენ ყირიმში მივემგზავრებით“, -გამოგვიტყდა ის და როდესაც ჩვენი გაოგნებული მზერა შენიშნა დაამატა – “შვილს საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე არ უშვებენ, გვინდოდა ნათესავებთან წავსულიყავით, მაგრამ ყირიმის საზღვარზე ახალი წესები შემოიღეს“, – ამბობს ნადეჟდა იმ იმედით, რომ მას  არ მოუწევს ამხელა რიგში მეორედ დგომა. 

 

09:00

 

არ შეიძლება სერვისის პუნქტუალურობა არ აღინიშნოს. ზუსტად ცხრა საათზე დარაჯმა კარები გააღო, მომსახურე პერსონალმა კი გამოაცხადა – “დღეს ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმ 420 ელექტრონული ბილეთის გაცემა“. ეს წინადადება ათეულობით მეტრის რიგში მდგომებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს. ინფორმაციამ ხალხი გაამხნევა, რადგან ელექტრონული ბილეთების გაცემის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. პენსიონერ რაისას უნდოდა პასპორტი თავის ქალიშვილთან ერთად შეეკვეთა და ღიმილით აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ თვეში მოვიდა, რადგან იმედი ჰქონდა დროთა განმავლობაში რიგები შემცირდებოდა. „მინდა ყველგან ვიმოგზაურო, განსაკუთრებით პრაღაში“, – დასძინა მან.

 

ჩეხეთისა და პოლონეთის გარდა ყველაზე პოპულარულ მიმართულებად შეკრებილთათვის გერმანია და იატალია რჩება. 

 

გვარების რაოდენობამ სიაში 500 გადააჭარბა, მაგრამ რიგი თითქმის ყოველწუთს მიიწევდა წინ. „ ეს რეკორდი არ არის, ექვსასზე მეტი ადამიანიც მინახავს საწყის ეტაპზე“, – გაგვიზიარა საკუთარი დაკვირვება ალექსანდრემ, რომელიც საპასპორტოს მოპირდაპირედ ბარში მუშაობს. გასაკვირი ის არის, რომ მის ბიზნესს ვებერთელა რიგების მიუხედავად ზრდა არ შეტყობია, „ეს რიგები უფრო ქაოსს ქმნის, ვიდრე შემოსავალი მოაქვს“. ასევე ელექსანდრე დარწმუნებულია, რომ ხალხმა ყავის დალევას უკლო, რადგან ყავაც კი ძვირი სიამოვნება გახდა. 

 

ორმოც წუთში ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო ელექტრონული ბილეთი, ისინი გამოდიან საპასპორტოდან და მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით. სანამ მათი ნომერი გამოჩნდება ტაბლოზე კიდევ არაერთი საათი გაივლის, სხვებს კი ისღა დარჩენით ელოდონ მოხვდებიან თუ არა იმ 420 ადამიანის სიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის ახლიდან დაწყება და საკუთარი მოთმინების სიმტკიცის გამოცდა მოუწევთ.

 

ვლადისლავ უბურკოვი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები