“ხელი გაუშვი, ჩემი შვილია” – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.
დედები იქ მყოფ პოლიციელებს მიმართავენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით გარემოს დამცველთა მარშიც შეუერთდა.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი.
დღის განმავლობაში თბილისში კიდევ რამდენიმე მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციის პარალელურად პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანები დგას.