დედოფლისწყაროში, ხელოვნური ტბიდან 15 წლის გოგონა უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. 15 წლის გოგონა ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია 2023 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.